„რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონი ათასობით ადამიანს აგროვებს მოსკოვზე თავდასხმისთვის

„რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონის წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ პუტინის რეჟიმის დამხობა, რუსეთის ფედერაციაში ათასობით რუსს აგროვებენ მოსკოვზე თავდასხმისთვის, – ამის შესახებ The Times ლეგიონის სპიკერზე დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, დანაყოფი გააგრძელებს იერიშებს რუსეთის საზღვარზე, სანამ მათი ძალები არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ შეუტიონ მოსკოვს.

„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები. გვაქვს ნაღმმტყორცნელი, ჯავშანტექნიკა,„სტინგერი“, პორტატული ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები და ძალიან ეფექტური სადაზვერვო დრონები“, – განაცხადა ლეგიონის სპიკერმა.

მისი თქმით, ახლა რუსეთის თავისუფლების ლეგიონში 500-იდან 1 000-მდე მებრძოლია.

„ჩვენ არ ვართ კრიმინალები და არც ვაგნერის მსგავსი კერძო სამხედრო კომპანია. ჩვენ ყველანი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ვართ. ზოგიერთი ჩვენგანი ადრე შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა“, – განაცხადა სპიკერმა.

მისი თქმით, ლეგიონის მთავარი მიზანია უკრაინის დაცვა, მისი ტერიტორიების გათავისუფლება და პუტინის რეჟიმის დამხობა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიციას პროფესიულ დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილის განცხადებები გათვლილი იყო და ემსახურებოდა მხოლოდ 1 ადამიანის ინტერესებს – ლექსმანი პაპუაშვილს