უჩა აბაშიძის განცხადებით, მის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცავების მხრიდან იყო დამამცირებელი მოპყრობა

დაკავებული ბლოგერის უჩა აბაშიძის განცხადებით, მის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცავების მხრიდან იყო დამამცირებელი მოპყრობა.

ამის შესახებ უჩა აბაშიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სავარაუდო დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ისაუბრა დღევანდელ პროცესზე უჩა აბაშიძის მეუღლემ, მარიამ იაშვილმაც.

მისი განმარტებით, იყო ძალით შებოჭვის, ხელების გადაგრეხისა და ტელეფონის წართმევის მცდელობა.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის გამო, მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა დღევანდელი პროცესი დახურა.

banner
წინა სტატიაშისასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის პროცესი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და საქართველოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს ზეიმობს