რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს NATO-ს ავიაგანადგურებელი მიუახლოვდა

რუსეთის საგარეო უწყებამ “სამხედრო უხამსობა” უწოდა ბალტიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან ნატოს ავიაგამანადგურებლის ფ-16-ის მიახლოებას.

როგორც რუსული მედია იუწყება, ინციდენტი ორჯერ მოხდა. ნატოს თვითმფრინავი მინისტრ შოიგუს თვითმფრინავს მიუახლოვდა, რის შემდეგაც მათ შორის რუსული სუ-27 ჩადგა. ამის შემდეგ, როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ფ-16 შოიგუს თვითმფრინავისგან დისტანცირდა და სუ-27-ც საწყის პოზიციას დაუბრუნდა.
ნატოს შტაბ-ბინაში განაცხადეს, რომ ავიაგამანადგურებელი რუსული თვითმფრინავის იდენტიფიცირებას ცდილობდა და სტანდარტული პროცედურებით იმოქმედა.
თავდაცვის მინისტრი შოიგუ კალინინგრადიდან ბრუნდებოდა, სადაც თავდაცვის სამინისტროს გამსვლელი კოლეგიის სხდომა გაიმართა.

 

https://youtu.be/cOVn2AyMOCE

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: “პრეზიდენტი წავა და მეფე მოვა ,,ტურფასა საბაღნაროსა”
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: „ჯოჯოხეთის მოწყობის მუქარის ავტორებს“ წარსულს ახსენებს