რუსეთის შსს: 432 კანონიერი ქურდიდან ნახევარზე მეტი – 242 ,,კანონიერი ქურდი,, წარმოშობით ქართველია

რუსეთის შსს-ს ცნობით, ქურდული სამყარო 432 ,,კანონიერი ქურდისაგან,, შედგება, რომელთაგან 318 ამჟამად თავისუფლებაშია, 114 მსჯავრდებულია, 31 დაკავებულია და ძიება მიმდინარეობს, 19-ს მიმართ ძებნაა გამოცხადებული.
432 კანონიერი ქურდიდან, რუსული შსს-ს მონაცემებით, ნახევარზე მეტი – 242 ,,კანონიერი ქურდი,, წარმოშობით ქართველია… 51 რუსი, 30 სომეხი, 26 ქურთი (იეზიდი), 16 აზერბაიჯანელი, 10 აფხაზი, 10 ჩეჩენი, 7 ებრაელი… თითო-ოროლა წარმომადგენლები, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენლ ერებსაც ჰყავთ.
მიუხედავად ქართველთა სიმრავლისა, რუსეთისა და უკრაინის სამართალდამცავთა აღიარებით (რომლებიც კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში დღემდე თანამშრომლობენ) ყველაზე გავლენიან და საშიშ ავტორიტეტად, აზერბაიჯანელი ნადირ სალიფოვი, მეტსახელად ,,გული,,-ა დასახელებული, რომლის ავტორიტეტი და გავლენის სფეროები, როგორც რუსეთზე ასევე უკრაინის დიდ ტერიტორიაზე ვრცელდება.
ამავე დროს, ,,გული,, დასახელებულია ყველაზე მდიდარ, მილიარდერ ,,კანონიერ ქურდად,,
აღსანიშნავია, რომ დოლარში მილიარდელებად გამოცხადებულ, ყველაზე მდიდარ 7 ,,კანონიერ ქურდს,, შორის ქართველი არავინაა… 5 მილიარდერი აზერბაიჯანელია, ხოლო 2 – რუსი.

 “თაიმერი”

banner
წინა სტატიაშივულოცავ უკრაინის ეკლესიას დამოუკიდებლობას და მოვუწოდებ ჩვენს მთავრობას მიულოცოს უკრაინას ავტოკეფალია
შემდეგი სტატიაივანიშვილი და შალელაშვილი ჰაკერული გზით მსოფლიო ბანკებს აყაჩაღებენ – ნათელაშვილი FBI-ის მიმართავს