ვულოცავ უკრაინის ეკლესიას დამოუკიდებლობას და მოვუწოდებ ჩვენს მთავრობას მიულოცოს უკრაინას ავტოკეფალია

ვულოცავ უკრაინის ეკლესიას დამოუკიდებლობას და მოვუწოდებ ჩვენს მთავრობას მიულოცოს უკრაინას ავტოკეფალია – ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ევროსაბჭოში უკრაინასა და საქართველოში რუსული აგრესიის წინააღმდეგ სიტყვით გამოდის

გიორგი კანდელაკის განცხადებით: „ძალიან საწყენია, როდესაც ადამიანებს, რომლებიც ვაკრიტიკებთ რუსეთს, რუსოფობიაში გვადანაშაულებთ. არა კოლეგებო, სინამდვილეში, ჩვენ რუსეთის ინტერესებს ვიცავთ ამ დარბაზში, რადგან მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული რუსეთი, რომელიც, ასევე, პატივს სცემს მეზობელ ქვეყნებს სრულებით შესაძლებელია. ხოლო თქვენ იცავთ კრემლს და არა რუს ხალხს. რუსი ხალხი იმსახურებს თავისუფალ არჩევნებს. ისინი იმსახურებენ უკეთეს ცხოვრებას, სადაც იცხოვრებენ კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, ექნებათ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და კანონის უზენაესობა.
ასევე, ვწუხვარ, როდესაც ამ დარბაზში იყენებთ ტერმინს „დეესკალაცია“, რომელიც ორივე მხარეს მოუწოდებს დეესკალაციისკენ. დეესკალაცია უკრაინის შემთხვევაში, წინააღმდეგონის გაწევის შეწყვეტას გულისხმობს, რაც შეუძლებელია. უკრაინას არ შეუძლია დათმოს საკუთარი სუვერენიტეტი. მნიშვნელოვანია, რომ აქ წარმოდგენილი რეზოლუცია აქამდე მიღებულ რეზოლუციებს ეხმიანება. ისინი მნიშვნელოვან საერთაშორისო სამართლებრივ საფუძველს ქმნიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ამ რეზოლუციების დიდი ნაწილი ცალსახად აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.“

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი “ყაზტრანსგაზის” დირექტორის გადადგომას ითხოვს და აქციას აანონსებს
შემდეგი სტატიარუსეთის შსს: 432 კანონიერი ქურდიდან ნახევარზე მეტი – 242 ,,კანონიერი ქურდი,, წარმოშობით ქართველია