ივანიშვილი და შალელაშვილი ჰაკერული გზით მსოფლიო ბანკებს აყაჩაღებენ – ნათელაშვილი FBI-ის მიმართავს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის ფედერალურ ბიუროს პარლამენტის დეპუტატ, შოთა შალელაშვილის და ბიძინა ივანიშვილის მიმართ საერთაშორისო ჰაკერულ ფაქტზე გამოძიებისკენ მოუწოდებს.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა შოთა შალელაშვილსა და რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მსოფლიო “ბანკების დაყაჩაღება” დაიწყეს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, მოპარული ფული ივანიშვილმა ბიტკოინების ქარხნის დახმარებით გაათეთრა.

„სანამ ე.წ. მმართველი პარტია ქურდულ შეკრებას ატარებს ოლიგარქთან, მინდა გაცნობით, რომ საქართველო გახდა შავი ფულის გასარეცხი უზარმაზარი პოლიგონი. ბიძინა ივანიშვილმა არ იკმარა ნარკოტიკებით ნაშოვი მილიარდები და შეუდგა ჰაკერული გზით მსოფლიო ბანკების დაყაჩაღებას, რა მიზნითაც მოსკოვიდან ჩამოიყვანა კრიმინალი შოთა შალელაშვილი, რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ამ ჯგუფმა მარტო მორგანის ბანკიდან მოხსნა ნახევარი მილიარდი დოლარი, ამას დაამატეს მილიარდნახევარი სხვაგან მოხსნილი დოლარები, შემოიტანეს საქართველოში, რომელიც გაათეთრეს გლდანში არსებულ ბიტოინების საწარმოში და ბიტკოფიურის მეშვეობით, რომელიც თანაინვესტირების ივანიშვილისეულ ფონდთან მოღვაწეობს და ქვეყნიდან გააქვს სიმდიდრე და მთელი ეს თანხები დარჩა არა საქართველოში, არამედ გადაირიცხა ვირჯინისა და მარშალის კუნძულებზე, ივანიშვილის საიდუმლო კომპანიათა ანგარიშებზე,“ – განაცხადა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი სწორედ ამ ფაქტის გამო მიმართავს აშშ-ის ფედერალურ ბიუროს, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა.

„ჩვენ ვთხოვთ ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს, აღძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება ყაჩაღ შალელაშვილის და ასევე, რა თქმა უნდა, ივანიშვილის მიმართ საერთაშორისო ჰაკერიზმის ამ უპრეცენდენტო ფაქტზე. ჩვენ ვთხოვთ აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს, მუნიჩს, განახორციელოს ფინანსური სანქციები შოთა შალელაშვილის ანგარიშებზე, რომელიც საუბედუროდ, იმავდროულად საქართველოს პარლამენტის დეპუტატია,“ – ამბობს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშირუსეთის შსს: 432 კანონიერი ქურდიდან ნახევარზე მეტი – 242 ,,კანონიერი ქურდი,, წარმოშობით ქართველია
შემდეგი სტატიაჩემი თანამშრომლობა მოქმედ პრეზიდენტთან გამორიცხულია, ვერ შევურიგდები ასეთ ადამიანს, ვისი განწყობაც ვიცი – დათუნაშვილი