რუსეთის შიში განპირობებულია იმით, რომ საქართველო და უკრაინა ისე ახლოს არიან ნატოს წევრობასთან, როგორც არასდროს – იონათამიშვილი

ნატოს მიმართ რუსეთის ულტიმატუმს, უარი თქვან უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასა და შესაბამისად, ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილებაზე, “ქართულ ოცნებაში” პასუხობენ.

მმართველი გუნდის დეპუტატის, რატი იონათამიშვილის თქმით, რუსეთის შიში განპირობებულია იმით, რომ “საქართველოს დღეს ისე ახლოს არის ნატოს წევრობასთან, როგორც არასდროს”.

“ნატოს წევრობას წყვეტენ თავისუფალი და ამაყი ქვეყნები და ნატოს წევრი სახელმწიფოები. რუსეთის შიში განპირობებულია იმით, რომ ნატოს გაფართოება დღეს არის ყველაზე რეალური და საქართველო და უკრაინა ისე ახლოს არიან ნატოს წევრობასთან, როგორც არასდროს. რაც არის პირველ რიგში ხელისუფლების ეფექტური და სწორად მუშაობის დამსახურება”,- ამბობს რატი იონათამიშვილი.

banner
წინა სტატიაშიბირთვული მასალების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე რეგიონული სწავლება გაიმართა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ბუბა კიკაბიძე მივიდა