მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ბუბა კიკაბიძე მივიდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბუბა კიკაბიძე მივიდა. მას ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია რაზე აპირებს საუბარს ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან.

როგორც ბუბა კიკაბიძემ განაცხადა, მას შეხვედრა ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან, რომელსაც უთხრა, რომ სააკაშვილი არა საქართველოს, არამედ სწორედ უკრაინის მოქალაქეა.

„რაზე ვაპირებ საუბარს ეგ „სეკრეტია“. შევხვდი ვლადიმერ ზელენსკის და იმაზე ვისაუბრეთ, რომ მისი მოქალაქეა, ჩვენი არ არის, ეგ იყო. მე ვიცი, რომ ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ჩამოვიდა უფლებადამცველი, მერე ჩამოვიდა ადვოკატი, ეგ ვიცი“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის შიში განპირობებულია იმით, რომ საქართველო და უკრაინა ისე ახლოს არიან ნატოს წევრობასთან, როგორც არასდროს – იონათამიშვილი
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – ახლა რესპირატორული ვირუსები აქტიურდება და თავისუფლად შეიძლება, ისევ გვქონდეს ზრდის ტენდენცია