რუსეთის საოკუპაციო ძალები ხერსონში, სეპარატისტული რეგიონის შესაქმნელად, “ფსევდო” რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ – Sky News

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქ ხერსონში, სეპარატისტული რეგიონის შესაქმნელად „ფსევდო“ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

CNN უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით კი იტყობინება, რომ რუსები ზეწოლას ახდენენ ხერსონის რეგიონალურ საბჭოზე, რათა დათანხმდეს რეფერენდუმის ჩატარებას აღნიშნული ტერიტორიის უკრაინისგან “დამოუკიდებლობის” გამოცხადების შესახებ. ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატმა სერგი ხლანმა განაცხადა, რომ „ოკუპანტები ამზადებენ რეფერენდუმს ხერსონის სახალხო რესპუბლიკის შექმნის შესახებ“. მისივე თქმით, ადგილობრივ დეპუტატებს დაურეკეს და ჰკითხეს მზად არიან თუ არა “თანამშრომლობისთვის”.

„მე კატეგორიული უარი ვთქვი მათთან თანამშრომლობაზე. ხერსონის სახალხო რესპუბლიკის შექმნა ჩვენს რეგიონს უიმედო ხვრელად გადააქცევს სიცოცხლისა და მომავლის გარეშე“, – დასძინა ხლანმა.

მან კოლეგა დეპუტატებს რუსებთან თანამშრომლობაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

საპორტო ქალაქი ხერსონი, რომელიც უკრაინის გემთმშენებლობის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო, რუსული ოკუპაციის ქვეშ მოექცა. უკრაინელი მომიტინგეები რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტს კვლავ აგრძელებენ.

banner
წინა სტატიაშიზაპოროჟიეში ოკუპანტების ტანკმა მანქანას გადაუარა
შემდეგი სტატიაუკრაინის ქალაქი ვოლნოვახა მთლიანად განადგურდა რუსეთის შემოჭრის შემდეგ – კირილენკო