რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა გამორიცხეს ტერაქტში უკრაინის ან ISIS-ის მონაწილეობის ვერსია

რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა გამორიცხეს ტერაქტში უკრაინის ან ISIS-ის მონაწილეობის ვერსია, -აცხადებს “მნიშვნელოვანი ისტორიების” სააგენტო წყაროზე დაყდნობით, რომელიც ოპერატიულ შტაბთან თანამშრომლობს.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად 60 ადამიანია დაღუპული.

თეთრი სახლში განაცხადეს, რომ არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინას მოსკოვში საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან რაიმე კავშირი აქვს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მამულაშვილი: ომის გამოცხადება ან ტაქტიკური ბირთვული ბომბის გამოყენება კიევში
შემდეგი სტატიარუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტერორისტულ აქტში მონაწილეთა სია გამოაცხადა