რუსეთის ქალაქ ვორონეჟში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, დაშავებულია სამი ადამიანი

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, დაშავებულია სამი ადამიანი, – ამის შესახებ ვორონეჟის რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს.

„შუშის ნამსხვრევებით დაშავდა სამი ადამიანი. სასწრაფომ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება, თუმცა დაშავებულებმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს“, – აღნიშნავს გუსევი.

გუსევის თქმით, უპილოტო საფრენმა აპარატმა საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა. მისივე განცხადებით, რეგიონის ხელისუფლება სასწრაფო შეხვედრას გამართავს მომხდარის შესაფასებლად.

„საყოფაცხოვრებო დახმარების შესახებ პირველი ინსტრუქციები მივეცი კორპუსის მაცხოვრებლებს. მათ დახმარებას გაუწევენ. ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების სამინისტრო და სხვა სპეცსამსახურები“, – წერს გუსევი.

რუსული მედია წერს, რომ უპილოტო საფრენი აპარატით შეტევას ვორონეჟის საავიაციო ქარხანაზე ცდილობდნენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა და TBSC კონსალტინგმა საქართველოში მეოთხე ბიზნეს ქეისების კონკურსი ჩაატარეს
შემდეგი სტატიაუახლოეს დღეებში ღარიბაშვილს შევხვდებით და გაუგებრობაზე ღიად ვისაუბრებთ – ლიეტუვის ელჩი