რუსეთის პატრიარქი სამღვდელოებას: უარი თქვით ძვირადღირებული მანქანებზე

რუსული მედიის ცნობიეთ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი, პატრიარქი კირილი სამღვდელოებას ძვირადღირებული უცხოური ავტომობილების მოხმარებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს, აცხადებს რუსული მედია.
,,რუსული მარლთმადიდებლური ეკლესია, თავისი სისულელეებით კრიტიკის საფუძველს იძლევა. რამეთუ, მაშინაც კი – თუ გჩუქნიან ძვირადღირებულ ავტომობილებს არ უნდა იაროთ იმით… არაა საჭირო იაროთ ძვირადღირებული ავტომობილებით,, აცხადეებს პატრიარქი კირილი.

,,როდესაც ტაძრების წინ, მთელი კოლონა დგას ძვირადღირებული მანქანების, ეს ადამიანებში რეაქციას იწვევს,, აცხადებს რუსეთის პატრიარქი.
,,იერარქებს უფლება არა აქვთ, რომ ცდუნებები შეიტანონ საზოგადოებაში და ეს მხოლოდ ავტომობილებს არ ეხება,, ციტირებს პატრიარქ კირილს ,,რია ნოვოსტი,,
რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 50,9% მკვეთრად ნეგატიურად აფასებს სასულიერო პირების მხრიდან ძვირადღირებულ ავტომობილების მოხმარებას და მხოლოდ 9% მიესალმება.

banner
წინა სტატიაშიგალკინმა შიშველი პუგაჩოვას სურათი გამოაქვეყნა (ფოტო)
შემდეგი სტატიამკვლელობები სოხუმის ცენტრში-აფხაზეთი სოციალური აფეთქების ზღვარზეა