მკვლელობები სოხუმის ცენტრში-აფხაზეთი სოციალური აფეთქების ზღვარზეა

აფხაზეთიდან მიღებული ბოლო ინფორმაციები ცხადჰყოფს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონი ღრმა კორუფციულ და კრიმინოგენურ ჭაობშია ჩაფლული, საიდანაც ამოსვლა მხოლოდ სოცილური ან პოლიტიკური აფეთქების შედეგად შეიძლება  ხელისუფლების   ცვლილება მოჰყვეს.
,,თაიმერი,, ორიოდე დღის წინ, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ,,ამცახარას,, განცხადებაზე წერდა, სადაც დე-ფაქტო აფხაზეთის ,,სახალხო ფრონტის,, წარმომადგენლები, ქვეყანაში არსებული გაუსაძლის კრიმინალურ სიტუაცი გამო და სოხუმის ცენტრში ახალგაზრდებზე გახშირებული თავდასხმებისა და მკვლელობების გამო ღრმა პროტესტს გამოთქვამდა. ოპოზიციონერები აცხადებდნენ, რომ ე.წ. პრეზიდენტი ხაჯინბა ვერ მართავდა სიტუაციას და ქვეყანა უფრო რთულ სიტუაციაში იყო ვიდრე ხელისუფლება თვლიდა. მიუხედავად ამ განცხადებებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ სოციალურ ქსელში გამოხატული უკმაყოფილებისა, კრიმინალური სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა და სოხუმიდან ერთიომეორეზე საგანგაშო კრიმინალური ინფორმაციები მოდის. 17 ივნისს ღამე, აფხაზურ სოციალურ ქსელში და ფორუმებზე გავრცელებული ინფორმაციისა და ფოტოების თანახმად, სოხუმის ცენტრში კიდევ ერთი ახალგაზრდა მოკლეს… მოკლულია 20 წლის გოგონა, რომელიც ცოტა ხნის უკანს, აფხაზეთის პრეზიდენტის დაცვის წევრის ასტამურ ჯოპუას, მიერ გაუპატიურებული 12 წლის გოგონას უფროსი დაა. მკვლელობის მოტივზე და დამნაშავეებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
ასტამურ ჯოპუა, რომელიც იძებნებოდა სოხუმელი 12 წლის მოზარდის სახლიდან იარაღის მუქარით გაყვანისა და ტყეში მისი გაუპატიურების გამო, აფხაზეთში მოსახლეობის სერიოზული პროტესტის შედეგად სულ ორი დღის უკან დააპატიმრეს აფხაზმა სამართალდამცავებმა. მიუხედავად ამისა, გაუპატიურებული მოზარდის უფროსი დის მკვლელობამ, სოხუმში მოსახლეობის უფრო გაღიზიანება და პროტესტის ახალი ტალღა შეიძლება გამოიწვიოს.
წუხელ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას და პრეზიდენტ ხაჯინბას დუმს და არც სამძიმარი გამოუხატავს დაღუპულის ოჯახის მიმართ ვინმეს… თუმცა ხაჯინბამ ღრმა მწუხარება და სამძიმარი გამოხატა ვანუატუს პრეზიდენტის ბალდვინ ჯეიკობსონის გარდაცვალების გამო და “ცრემლებით” სავსე წერილი მისწერა ვანუატუს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ესმონ საიმონს.

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

banner
წინა სტატიაშირუსეთის პატრიარქი სამღვდელოებას: უარი თქვით ძვირადღირებული მანქანებზე
შემდეგი სტატიაექსკლუზივი „სვეტი“ – სკანდალური საქმის დეტალები!