უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 17 “შაჰიდის” ტიპის დრონითა და რაკეტებით შეუტია. უწყების ცნობით, მათ 14 დრონი და ორი Х-59-ს ტიპის რაკეტა გაანადგურეს.
“შეტევა მოიგერიეს უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფებმა. მათ ნიკოლაევისა და ოდესის ოლქში სულ 14 “შაჰედი” ჩამოაგდეს.
გარდა ამისა, 9 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, განადგურდა ორი Х-59 მართვადი საჰაერო რაკეტა, რომელიც მტერმა ოდესაზე თავდასხმისთვის გამოიყენა “, – წერს უწყება.