„რუსეთის მეხოტბეები არ მიუშვათ გმირების საფლავებთან!“ – გოჩა მირცხულავას სკანდალური „ფეისბუქპოსტი“

mircxulava„გთხოვთ, სამშობლის ღალატისათვის გასამართლებულ-ამინისტრირებულები, რუსეთის მეხოტბეები არ მიუშვათ გმირებთან, მემორიალებთან, კამერებთან,“ – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ“-ის გენერალური დირექტორი, გოჩა მირჩხულავა „ფეისბუქში“ წერს. „თაიმერი“ მრცხულავას სკანდალურ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„8 წელი…. 8 აგვისტო მოდის…. 7-ში ნუ გვეტყვით რას გეგმავთ. ეგ ვიცით, რომ მუხათგვერდში ახვალთ, ალბათ, ანწუხელიძესაც ახსენებთ ხშირ-ხშირად. მინისტრები ომში დაღუპულთა შვილებს „მოეფერებიან“, მათი პიარები ამ „მოფერების“ მთავარ თემებში ჩადებას მოითხოვენ. მერე იქნება კომენტარები – კარგი მინისტრი, მაგარი პარლამენტარი… ალბათ, ვიღაცას რაღაცასაც აჩუქებენ… ავტომატებიც აკაკანდებიან გმირების პატივსაცემად… კონცერტებიც გაიმართება, მსახიობები ჰონორარს მიიღებენ, დარბაზში მსხდომნი ტაშს დაუკრავენ… მხოლოდ ერთს გთხოვთ, უბრალოდ, გთხოვთ, სწორად თუ არასწორად (ამას ღმერთი განსჯის და დრო), სამშობლის ღალატისათვის გასამართლებულ-ამინისტრირებულები, რუსეთის მეხოტბეები არ მუშვათ გმირებთან, მემორიალებთან, კამერებთან… ძალიან გთხოვთ, ნუ დააცინინებთ ნურც იმ ბიჭებისთვის და ნურც ქვეყნისთვის. არც ეგ ნარატივია საჭირო – ომი დაიწყო…. უბრალოდ, იქნებ ამჯერად სუჩუმითა და დუმილით ვიგლოვით…
კიდევ ერთხელ გემუდარებით, არ მიუშვათ ბიჭების საფლავებთან ისინი, ვისი მეგობრებისა და პატრონების ტყვიებით განგმირულები წვანან მიწაში ქართველი გმირები….
რუსეთი არ არის მეგობარი! რუსეთი მტერი და ოკუპანტია!
და კიდევ, ისე, განმარტებისთვის: ომი დაიწყო პრეზიდენტმა (გვარს მნიშვნელობა არ აქვს) არ არის სწორი! საკუთარ მიწაზე ომს არავინ იწყებს… ან აღიარეთ, რომ საქართველო დამოუკიდებელ ცხინვალს დაესხა თავს…“

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება ენგურის ხიდზე
შემდეგი სტატიასევდია უგრეხელიძე : ნარმანიამ 2 წლის განმავლობაში ვერცერთი გუნდი ვერ მოირგო