“რუსეთის დაკვეთა, ისინი რუსეთის დავალებას ასრულკებენ”- სამადაშვილი ვასაძის მიწოდებაზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი ლევან ვასაძის მუქარაზე საუბრობს და შესაბამის ორგანოებს ადეკვატური მოქმედებისკენ მოუწოდებს.

„ეს არის რუსეთის დაკვეთა და შესაბამისად, ყველა ეს ადამიანი ასრულებს რუსეთის დავალებას. რაც შეეხება ვასაძეს, მე მას ვერ აღვიქვამ სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად.

როდესაც ისმის მოწოდებები პარალელური დაჯგუფებების შექმნის თაობაზე და სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, მონოპოლია ძალის გამოყენებაზე დგება საფრთხის ქვეშ, ვფიქრობ, სახელმწიფოს რეაგირება უნდა იყოს ბევრად უფრო ადეკვატური ვიდრე ჩვენ ეს დღემდე ვნახეთ“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ლევან ვასაძემ განაცხადა რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.

banner
წინა სტატიაშიბატონო ლევან, გზა რომელიც თქვენ აირჩიეთ, ასცდა ქრისტიანობას და ჩიხში შევიდა…
შემდეგი სტატიათბილისში, ვაშლიჯვარში ავტომობილი დაიწვა