ბატონო ლევან, გზა რომელიც თქვენ აირჩიეთ, ასცდა ქრისტიანობას და ჩიხში შევიდა…

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ლევან ვასაძეს მიმართავს.

“ბატონო ლევან, გზა რომელიც თქვენ აირჩიეთ, ასცდა ქრისტიანობას და ჩიხში შევიდა… ამას არ ასწავლის წმინდა წერილი, არც ეკლესია… ეს თქვენი მიდგომა და დამოკიდებულებაა… თქვენ ცოდვასთან ერთად ებრძვით ცოდვილს და საერთოდ დაგავიწყდათ, ქრისტეს ჰაერში აღმართული მკლავი, საზოგადოებისგან განწირულ დედაკაცს რომ გადაეფარა…
ბატონო ლევან, არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ეს არის საეკლესიო ცხოვრების პოზიცია და ისედაც დაბნეული მოსახლეობა უფრო მეტად დააბნიოთ… თქვენ დღეს უამრავი ახალგაზრდის გული სამუდამოდ დაკარგეთ და აგრესიულ, ძალადობით გაჯერებულ ფრთას სითამამე შემატეთ…
ბატონო ლევან, გარდა იმისა, რომ სახარებას გვერდი აუარეთ, რაინდულ სულს და ჰუმანიზმს უღალატეთ…
ბატონო ლევან, თუ ნებისმიერი მდგომარეობა, რაც ღმერთს ეწინააღდგეგება, მიუღებელია, მაშინ თქვენი შეხუდულებაც ზუსტად იგივეა და ვაღიაროთ, რომ მეორე უკიდურესობა აირჩიეთ პირველთან სადავოდ…
ბატონო ლევან, სულ არ მინდა ჩემმა ექვსმა შვილმა ქუჩებში ამორალიზმის პარადი იხილოს, მაგრამ არც ის მინდა, რომ თქვენ მოგისმინოთ!..”.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ფროიდი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ”სიზმრების ახსნაში” ერთ თავს დაუმატებდა
შემდეგი სტატია“რუსეთის დაკვეთა, ისინი რუსეთის დავალებას ასრულკებენ”- სამადაშვილი ვასაძის მიწოდებაზე