რუსეთი უკვე ზღვარზეა, ოკუპანტი „სპეციალურ ოპერაციას“ სახის გადასარჩენად ატარებს – უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი

რუსეთი უკვე ბოლომდე იბრძვის. ახლა ოკუპანტები ცდილობენ უკრაინას რაც შეიძლება მეტი დასახლება წაართვან, ოკუპანტი წვავს ყველაფერს. დამპყრობელი ატარებს „სპეციალურ ოპერაციას სახის გადასარჩენად“, რუსეთში ესკალაციის შესაძლებლობა აღარ არის, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა ანდრეი ზაგოროდნიუკმა განაცხადა.

ყოფილი მინისტრის თქმით, რუსეთი უკვე თავისი შესაძლებლობების ზღვარზეა. აგრესორი ქვეყანა მალე გააძლიერებს რიტორიკას უკრაინასთან მოლაპარაკებების შესახებ. ოკუპანტს მეტი უკრაინის ქალაქის აღება სურს. რუსული ჯარები ცდილობენ აჩვენონ და დაამტკიცონ, რომ რაღაცის უნარი აქვთ.

„ახლა ეს არის უზარმაზარი ოპერაცია სახის გადასარჩენად, იმ ლიდერების გარკვეული შიდა რეპუტაციის შესანარჩუნებლად, რომლებიც ახლა ხელმძღვანელობენ ამ სამხედრო მოქმედებებს“, – აღნიშნა ზაგოროდნიუკმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობამ კიდევ ერთი უარი მითხრა საფრანგეთში, პოლონეთში, უკრაინაში ჩასვლაზე – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაარავის არ უნდა გადავაყოლოთ ევროპული მომავალი – არც სააკაშვილს, არც ივანიშვილს – ზურაბიშვილი