რუსეთი საქართველოს მოუწოდებს რუსეთის ოკუპაციის შესახებ კანონი გააუქმოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოუწოდა რუსეთის ოკუპაციის შესახებ კანონი გააუქმოს – ამის შესახებ 28 მარტს რუსული უწყების გვერდზე გავრცელდა. როგორც რუსეთის საგარეო უწყების პრესსამსახური განმარტავს, მოწოდება ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

ქართულმა მხარემ თავისი გამოსვლა ააგო თეზისზე “რუსული ოკუპაცია”, ქართული მხარე პასუხისმგებლობის რუსეთზე დაკისრებას ცდილობა იმის გამო, რომ თვითონ უუნაროა სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობები დაარეგულიროს” -წერია  სამინისტროს განცხადებაში.

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ  რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა გამოთქვეს შეშფოთება საქართველოს ნატო-სთან სამხედრო თანაშმრომლობისა და გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციის გამო.

„რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა სოლიდარულად გამოხატეს შეშფოთება ნატო-სთან საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის გამო. ხაზი გაესვა გარანტიების არარსებობას, რომ საქართველოში, რომელიც გაძლიერებულად მარაგდება დასავლეთის შეიარაღებით, კვლავ არ გაძლიერდება მეზობლების მიმართ ძალისმიერი მიდგომები. ეს უქმნის საფრთხეს სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ სტაბილურობას“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსეთის საგარეო უწყებაში დოკუმენტს “პროპაგანდისტული ინსტრუმენტი” უწოდეს, დევნილების დაბრუნების თემაზე გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას შეადარეს და აღნიშნეს, რომ “დოკუმენტმა ხელი შეუშალა ჟენევის მოლაპარაკებების ჰუმანიტარული ჯგუფის კონსტრუქციულ მუშაობას”.  რუსეთის საგარეო უწყების გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ „საქართველოს არ აქვს უნარი, დაარეგულიროს ურთიერთობა სოხუმთან და ცხინვალთან და შეეცადა, ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთზე გადაენაწილებინა“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე საუბარია არჩილ ტატუნაშვილის საქმეზეც.

მათი თქმით, „თბილისის წარმომადგენლები შეეცადნენ, დისკუსიის ცენტრში მოექციათ ე.წ. ტატუნაშვილის საქმე და საქართველოს მოქალაქის სიკვდილში დაედანაშაულებინათ არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთი, არამედ – რუსეთიც“.

ამასთან, რუსეთი საგარეო უწყების განცხადებაში წერია, რომ “უმჯობესი იქნებოდა, საქართველო სერიოზულად დაფიქრებულიყო მეზობლებთან ნდობის აღდგენაზე: დაეწყო ჟენევაში პირდაპირი, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან; უარი ეთქვა ოკუპირებელი ტერიტორიების შეახებ კანონზე”.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდზე ფორმატის რეფორმირებაზე არაფერი თქმულა, მისი თქმით ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს სარეფორმო არაფერი სჭირს და კარგი ინსტრუმენტია იმისათვის, რომ მის წინაშე დასმულ ამოცანებს უპასუხოს.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპს გაასამართლება ელის
შემდეგი სტატიადადასტურდა, რომ კიმ ჩენ ინი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იყო (ვიდეო)