დადასტურდა, რომ კიმ ჩენ ინი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იყო (ვიდეო)

პეკინში ჩრდილოეთ კორეელი ლიდერის ვიზიტი საიდუმლო არ ყოფილა – 28 მარტს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლუ კანმა ბრიფინგზე განაცხადა. “რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ვიზიტი საიდუმლო. საიდუმლო რომ ყოფილიყო ჩვენ შეგვეძლო ამაზე გველაპარაკა?” – იკითხა დიპლომატმა. მისი თქმით ჩინეთის მეთაურმა სი ცზინპინმა კიმ ჩენ ინი დაარწმუნა იმაში, რომ ჩინეთი თავის მოკავშირეებთან ერთად კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის პროგრამაზე მუშაობას გააგრძელებს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის პეკინში ვიზიტი 25 მარტიდან 28 მარტის ჩათვლის გაგრძელდა.

ის, რომ კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეისა და ამერიკის ხელმძღვანელებთან შეხვედრამდე რამდენიმე ხნით ადრე, თავის კარიერაში პირველი უცხოური ვიზიტით ჩინეთს ეწვია სრულიად საიდუმლოდ, ბრონირებული მატარებლით, იაპონურმა და სამხრეთ კორეულმა მედიამ გაავრცელეს.

ამერიკელები ვარაუდობენ, რომ კიმი მოსალოდნელი შეხვედრების წინ შემთხვევით არ გამგზავრებულა პეკინში. ჩინეთის ლიდერი სი ცზინპინომი ტრამპს შეხვდა და იცის მას როგორ ელაპარაკოს, გარდა ამისა, სიმ უნდა იცოდეს რა უნდა კიმს -წერდა “ბიბისი”.

 

https://www.youtube.com/watch?v=RJP1WKiSXnY

banner
წინა სტატიაშირუსეთი საქართველოს მოუწოდებს რუსეთის ოკუპაციის შესახებ კანონი გააუქმოს
შემდეგი სტატიაერდოღანი ბერძენი ჯარისკაცებით ,,ვაჭრობს,,