დონალდ ტრამპს გაასამართლება ელის

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში და თეთრ სახლში საქმიანი შეთანხმებების დადებაში ადანაშაულებენ, რის გამოც მის წინააღმდეგ სასამართლო დავა იწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის გასამართლების ნებართვა მერილენდის ერთ-ერთმა მოსამართლემ გასცა, რომელმაც ტრამპის კუთვნილი კომპანიების მიერ უცხო ქვეყნების მთავრობების მხრიდან თანხების მიღების გამო, აშშ-ის კონსტიტუციის დარღვევის ბრალდებით აღძრულ დავაში იუსტიციის სამინისტროს გასაჩივრება არ მიიღო.
მოსამართლის ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა გზა გაუხსნას, მერილენდში და ვაშინგტონში არსებული ტრამპის კომპანიების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას.
სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, შესაძლოა საქმე ტრამპის თანამდებობიდან გადაყენებამდეც მივიდეს, აცხადებს ამერიკული მედია.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში ნანი ბრეგვაძის კონცერტი გადაიდო
შემდეგი სტატიარუსეთი საქართველოს მოუწოდებს რუსეთის ოკუპაციის შესახებ კანონი გააუქმოს