რუსეთი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსგან სააკაშვილის დასჯას მოითხოვს

რუსეთში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსგან მიხეილ სააკაშვილის დასჯას მოითხოვენ.განცხადება ამ თემაზე რუსეთის სათათბიროს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.ალექსეი პუშკოვი აცხადებს, რომ, თუ სასამართლო საქმის წარმოებისას მიზეზების დადგენის გზას აირჩევს, აუცილებლად მივა დასკვნამდე, რომ 2008 წელს დანაშაული სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იქნა ჩადენილი.

“თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მიზეზების გამოძიებას დაიწყებს, აუცილებლად დაასკვნის, რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაული იქნა ჩადენილი”, – განაცხადა პუშკოვმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი პანკისის ხეობაში იმყოფება
შემდეგი სტატიათურქეთში დაღუპულების შესახებ დამატებითი დეტალები ვრცელდება