რუსეთი მზად არის აფრიკაში სამხედრო ძალები გაზარდოს

რუსეთი მზად არის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დამატებითი სამხედრო ინსტრუქტორები გააგზავნოს – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ ბოგდანოვმა განაცხადა – რუსული “ტასი” ავრცელებს.

ბოგდანოვის თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია თვითონ ცენტრალური აფრიკის ხელისუფლებაზე. მოსკოვი კი მათ სურვილს უსაფრთხოების საკითხში დახმარების გაწევაზე, გამოეხმაურება. “ასე, რომ მე ამას არ გამოვრიცხავ. საჭიროა მეტი? იქნება მეტი” – თქვა მინისტრის მოადგილემ და დაამატა, რომ ამ საკითხის შეთანხმება გაეროსთან ადვილად მოხდება.
რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა, რომ ევროკავშირი ცენტრალური აფრიკის სახელმწიფოს სამხედრო მხარდაჭერას გამოუცხადებს, რომ ქვეყანაში რუსული ძალების გავლენა შეამცირონ.
ცენტრალური აფრიკის სახელმწიფოში, პრეზიდენტის თხოვნით, უკვე იმყოფება 175 რუსი სამოქალაქო და 5 სამხედრო ინსტრუქტორი, მათი ამოცანაა სამხედროების გაწვრთნა და იმ ტექნიკის დაუფლება, რომელიც რუსეთმა ბანგის თებერვალში უფასოდ მიაწოდა.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება ქვეყანას 90-იანი წლების მეთოდებით მართავს
შემდეგი სტატიაფეშენებელური სახლები და ქონება – არასამთავრობოების აზრით, “ქართული ოცნების” ლიდერების შემოსავლები საგამოძიებო უწყებებმა უნდა გაანალიზონ