რუსეთი ევროსაბჭოს ნებაყოფლობით დატოვებს

რუსეთი ევროსაბჭოს ნებაყოფლობით დატოვებს, თუკი მის გარიცხვას სხვა ქვეყნები მოითხოვენ – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. “თუკი ევროპის საბჭოდან რუსეთის გარიცხვა სურთ, ჩვენ მათ ამ სიხარულს არ მივანიჭებთ – თვითონ წავალთ იქიდან. რადგანაც რამდენიმე დედაქალაქის ვიღაც პოლიტიკოსების ამბიციების დასაკმაყოფილებლად საერთოევროპულ ორგანიზაციას დაშლიან აუცილებლად” – თქვა ლავროვმა. “არა მგონია, რომ რუსეთისთვის ევროპის საბჭოში მონაწილეობა იმაზე მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ევროპის საბჭოში რუსეთის ყოფნა ევროპის სხვა ქვეყნებისთვის” – დაამატა ლავროვმა.
ასევე, მან გაიხსენა, რომ მოსკოვმა გააფრთხილა გაერთიანება საწევროს გადახდის შეჩერებასთან დაკავშირებით, რადგანაც რუსეთს ხმის უფლება 2014 წლის აპრილში წაერთვა.

თუკი რუსეთი ევროპის საბჭოს ბიუჯეტში თანხის გადახდას არ აღადგენს, მის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დადგება – ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გაერთიანება ემზადება იმისთვის, რომ რუსეთი მას დატოვებს – ტურბერნ იაგლანდმა სტრასბურგში 10 ოქტომბერს თქვა.

“არ შეიძლება ევროსაბჭოს წევრი იყო ნახევრად და ნახევრად არა” – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა. მისი განმარტებით, ევროპის საბჭოს წესდების მე-9 მუხლის თანახმად, ქვეყანა, რომელიც ორი წლის მანძილზე ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევროს არ იხდის, გაერთიანებიდან გაირიცხება. რუსეთის შემთხვევაში, ორწლიანი ვადა 2019 წლის ივლისში იწურება, რომლის შემდეგადაც მე-9 მუხლი ამოქმედდება – გენერალურმა მდივანმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : გარკვეულ კითხვებს აჩენს ის, რომ 11-ჯერ მოხდა ვალის გადავადება
შემდეგი სტატია“სირცხვილია, მეხი არ დაგეცეთ, ისეთ რაღაცებს იძახით” – ალეკო ელისაშვილი ანრი ოხანაშვილს მიმართავს