რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს

რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს. გამოცემა Unian-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო.

ცნობილია, რომ რუსეთის გაძევების წინააღმდეგ არცერთი ხმა არ დაფიქსირებულა, სამმა კი თავი შეიკავა. მედიის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 17 მარტს მიიღებს.

მანამდე კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია და ევროსაბჭოს გადაწყვეტილების მიღება თავად “დაასწრო”.

“ნატოს და ევროკავშირის ქვეყნები ბოროტად იყენებენ თავიანთ უმრავლესობას ევროსაბჭოში. ეს ორგანიზაცია გადააქციეს ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად. უარს აცხადებენ თანაბარ დიალოგსა და ყველა იმ პრინციპზე, რის საფუძველზეც შეიქმნა ეს საერთო ევროპული სტრუქტურა. 25 თებერვალს მათ მიიღეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს ნორმატიულ ორგანოებში რუსეთის წარმომადგენლობის შეჩერების შესახებ. ასეთ პირობებში ჩვენი ქვეყანა არ დარჩება ევროპის საბჭოში” – წერია განცხადებაში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 25 თებერვალს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერებას.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი კიევში პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერებს შეხვდა (video)
შემდეგი სტატიაპრობლემა ივანიშვილთან დაკავშირებით იმდენად არ წარმოადგენს მის კავშირებს პუტინთან და გარიგებებს კრემლში, რამდენადაც მისი მენტალობა და ის თუ როგორ ხედავს ის საქართველოს განვითარებას