რუსეთი ბირთვული იარაღის ნაცვლად ლუკაშენკოს იყენებს – ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ ბელორუსის ბრალდებები უკრაინის მიმართ, რომ თითქოს უკრაინა მათ ტერიტორიაზე თავდასხმას გეგმავს, რუსეთის ტაქტიკის ცვლილებას უკავშირდება.

„ტაქტიკური ბირთვული იარაღის ნაცვლად ლუკაშენკო გამოიყენება. გუშინ ბელორუსმა ოფიციალურად დაადანაშაულა უკრაინა მის ტერიტორიაზე თავდასხმის მომზადებაში. მიზანია რაც შეიძლება მეტი უკრაინული ძალების გაყვანა ფრონტიდან ბელორუსის საზღვრამდე“, – წერს ანუსაუსკასი.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიამედიის ცნობით, უკრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებულ ქალაქ ლიმანში მასობრივი სასაფლაოები აღმოაჩინეს