მედიის ცნობით, უკრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებულ ქალაქ ლიმანში მასობრივი სასაფლაოები აღმოაჩინეს

უკრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებულ ქალაქ ლიმანში მასობრივ სასაფლაოზე ბავშვების ცხედრებიც აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, ლიმანში მასობრივი სასაფლაოების შესახებ ინფორმაცია მათ ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა.

მათივე ცნობით, ერთ-ერთ სასაფლაოზე სავარაუდოდ 200 სამოქალაქო პირია დაკრძალული, მათ შორის არიან ბავშვებიც. მეორე სასაფლაოზე კი საერთო სამარხია მოწყობილი უკრაინელი სამხედროებისთვის.

თვითმხილველის თქმით, მან აღნიშნულ სასაფლაოზე 20 უკრაინელი მებრძოლი დაკრძალა. დაღუპულებს შორის არიან ერთი ოჯახის წევრები, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ლიმანი სექტემბერში გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ბირთვული იარაღის ნაცვლად ლუკაშენკოს იყენებს – ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – დღეს ჩვენ დავიწყეთ ღვინის დღეები ოფიციალურად და ჩვენი სურვილია, რომ ყოველწლიურად აღვნიშნოთ ღვინის ფესტივალი. მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა, არა მხოლოდ კახეთში, არამედ ყველა იმ რეგიონში, სადაც ღვინო იწარმოება