რუსეთი აშშ-ს არჩევნებზე სარკისებურ პასუხს პირდება

11მოსკოვს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსი დიპლომატების დაუშვებლობა მიუღებლად მიაჩნია და ამერიკას სარკისებურ პასუხს პირდება – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
“რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური არხებით გავაფრთხილეთ აშშ-ს საელჩო რუსეთში იმის შესახებ, რომ ამერიკული მხარის დიპლომატიური სამსახურები, საკონსულოს და საელჩოს წარმომადგენლები, რომლებიც რუსეთში აკრედიტირებულები არიან, რუსეთში არჩევნებს ვერ დაესწრებიან” – თქვა რიბკოვმა.
“არსებობს იმის მაგალითები, რომ ჩვენს დიპლომატებს, რომლებიც ვენის კონვენციის შესაბამისად დიპლომატიური აგენტების ფუნქციებს ასრულებენ, აშინებენ” – თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მ დღეს მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსი დიპლომატები დამკვირვებლებლად არ დაუშვა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის გადაყენება ჯერ კიდევ ზაფხულში იყო დაგეგმილი – პოროშენკოს ადმინისტრაცია
შემდეგი სტატიანატოს შტაბბინაში ქართველი სასულიერო პირები შეხვედრებს მართავენ