რუსეთი არასდროს არღვევს საერთაშორისო ნორმებს – ლავროვი

“რუსეთი არასდროს არღვევს საერთაშორისო ნორმებს” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იარაღის მიწოდებაზე საუბრისას ამბობს.

“რუსეთი არასდროს არღვევს საერთაშორისო ნორმებს, განსხვავებით ჩვენი დასავლელი კოლეგებისგან, რომლებიც ამას აკეთებენ და აცხადებენ ნეიტრალიტეტს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რადგან ისინი ამ ქვეყანას დიდი რაოდენობით უყრიან უახლესი შორი მოქმედებისა და ზოგადად სახიფათო იარაღს”, – თქვა ლავროვმა.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე – ოპოზიცია უკმაყოფილოა, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ ნარატივში ბოლომდე არ ჩაჯდა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილის გულწრფელობაში დავრწმუნდებით მხოლოდ მაშინ, როცა ის გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს – შეიწყალებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს