რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინაში “სპეცოპერაციისას” მხოლოდ 498 ადამიანი მოუკვდა

რუსეთში ამტკიცებენ, რომ უკრაინაში “სპეცოპერაციის დროს” მხოლოდ 498 ადამიანი მოუკვდათ. რაც შეეხება უკრაინას, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მსხვერპლი – 2,8 ათასზე მეტია.

„უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების ნაციონალისტებსა და სამხედრო მოსამსახურეებს შორის დანაკარგებია: 2870-ზე მეტი დაღუპული და დაახლოებით 3700 დაჭრილი. მხოლოდ დადასტურებული მონაცემებით უკრაინის ძალოვანი უწყებების ტყვედ ჩავარდნილთა რაოდენობა 572 ადამიანს შეადგენს. სამწუხაროდ. სპეცოპერაციაში მონაწილე ჩვენს თანამებრძოლებს შორის არის დანაკარგები. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა 498 რუსი სამხედრო. დაღუპულთა ოჯახებს ყველა შესაძლო დახმარება უტარდებათ. 1597 ჩვენი თანამებრძოლი დაშავდა“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები სავარაუდოდ ხვალ გაგრძელდება
შემდეგი სტატიადმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირი უკრაინას იარაღის შესაძენად 450 მილიონ ევროს გამოუყოფს