დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირი უკრაინას იარაღის შესაძენად 450 მილიონ ევროს გამოუყოფს

იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესაძენად ევროკავშირი უკრაინას 450 მილიონ ევროს გამოუყოფს , – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა აჩვენა, რომ მას შეუძლია მიიღოს სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილებები, როდესაც აქვს ამის პოლიტიკური ნება და სურვილი.

კულებას თქმით, ადრე ევროკავშირში მას უთხრეს, რომ უკრაინისთვის იარაღის გადაცემაზე საუბარი არ შეიძლებოდა და რომ ყველაზე მეტი, რაც მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ, იყო დაეხმარონ ქვეყანას პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებით.

„ახლა ჩვენ გადმოგვეცა 450 მილიონი ევრო, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად“, – ხაზგასმით აღნიშნა კულებამ.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინაში “სპეცოპერაციისას” მხოლოდ 498 ადამიანი მოუკვდა
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ და მოლდოვის თვითმმართველობათა კონგრესის პრეზიდენტმა ტატიანა ბადანმა კიევის მერს მიმართვა გაუგზავნეს