რუსეთი ალეპოს 8 საათიან მშვიდობას აძლევს

7-1,,სირიის ქალაქ ალეპოში რვა საათიანი “ჰუმანიტარული პაუზა” 20 ოქტომბერს იქნება შემოღებული იმისათვის, რომ ქალაქის მოსახლეობამ და ბოევიკებმა ქალაქის დატოვება შეძლონ,, განაცხადა რუსეთის გენშტაბის წარმომადგენელმა გენერალ-ლეიტენანტმა სერგეი რუდსკიმ.
“გადაწყვეტილება მივიღეთ, დრო არ დავკარგოთ და “ჰუმანიტარული პაუზა” შემოვიღოთ პირველ რიგში მშვიდობიანი მოქალაქეებისა და დაჭრილების გამოსაყვანად, ასევე ბოევიკების გასაყვანად” აღნიშნა რუდსკიმ.
რუსი გენერლის განცხადებით, რუსი და სირიელი სამხედროები ავიადარტყმებს შეწყვეტენ 08.00 საათიდან 16.00 საათამდე.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკომ რუსეთს სანქციები გაუგრძელა
შემდეგი სტატია“თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ცდუნებას არ აჰყვა და ყველა ნაბიჯი სწორად გადაიდგა, ეს ძალიან ეფექტიანი მმართველობა იქნება”