“კონსორციუმიდან “კონტი ჯგუფის” გასვლა ნიშნავს, დასავლეთის გასვლას ანაკლიის პორტის პროექტიდან” – ხუხაშვილი

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

“კონტი ჯგუფის” გასვლა ნიშნავს, დასავლეთის გასვლას ანაკლიის პორტის პროექტიდან” – ამ განცხადებას, ექსპერტი გია ხუხაშვილი აკეთებს.

ანალიტიკოსი ერთ-ერთი მსხვილი აქციონერის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” დატოვა.

მისი თქმით,  “კონტი ჯგუფის” გადაწყვეტილება მოტივირებულია მათი პარტნიორების ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით და მთავრობის მხრიდან “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მიმართ ნეგატიური განწყობით.

“ამ გადაწყვეტილების მიზეზი ცალსახაა, გადაწყვეტილებაც კანონზომიერია, იმიტომ, რომ ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, როდესაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გეუბნებიან, რომ შენი პარტნიორი არის მძიმე დანაშაულში, ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი, ბუნებივია, რისკების შეფასების სხვა კრიტერიუმები იწყებს მოქმედებას და ალბათ, ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა “კონტი ჯგუფში”.

გარდა ამისა, ხელისუფლების მთელი ქმედებები, სკეპტიციზმი მათი მხრიდან, მუდმივად შანტაჟის ენაზეც საუბარი, რომ კონსორციუმი არა, მაგრამ პროექტი აუცილებლად შედგება, ეს ყველაფერი აჩვენებს ხელისუფლების, რბილად რომ ვთქვათ, ნეგატიურ განწყობას კონსორციუმის მიმართ.
ეტყობა, საბოლოო ჯამში, “კონტმა” დიდხანს ითმინა. ჰქონდა იმედი, რომ მოგვარდებოდა პროცესები, მაგრამ მაღალი რისკების გამო ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

“მთავარი ხიბლი ამ პროექტის იყო მასში ამერიკელების მონაწილეობა. თვითონ როგორც საპორტო ინფრასტრუქტურა, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება არ გამოიყურებოდა ძლიერად, მაგრამ ჰქონდა განზომილებები უსაფრთხოების თვალსაზრისით და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის თავლსაზრისით, რაც იწვევდა მის მიმართ ინეტერსს.

როცა “კონტი ჯგუფმა” დატოვა პროექტი, ინტერესის ახალი გამოხატვა იქნება, თუ არ იქნება, ჩვენ აღარ უნდა ველოდოთ ცივილიზებულ ინვესტიციებს, ამერიკულ და ევროპულ ინვესტიციებს. “კონტის” გასვლა, ეს არის დასავლეთის გასვლა ამ პროექტიდან. ხელისუფლებამ რომც გააგრძელოს ამ მხრივ მოქმედება, ჩვენ უნდა ველოდოთ ან რუსეთს, ან ჩინეთს, პირდაპირ ან ირიბად. არ გამოვრიცხავ რუსულ- ჩინური ერთობლივი სტრატეგიული პოლიტიკის ნაწილი გახდეს ეს ყველაფერი.

პროექტის მთელი ხიბლი იკარგება. ის განზომილება, რასაც ჰქვია შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემაში საქართველოს მნიშვნელივანი ინვესტიცია, ამ განზომილებას კარგავს ეს პროექტი. ჩემთვის ამ პროექტმა ყოველგვარი ინტერესი დაკარგა”, – აცხადებს bm.ge-თან გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაში„სამთავრობო ცვლილებები რომ შესაძლებელია მოხდეს შემოდგომაზე, ამის დაშვება არის აბსოლუტურად რეალისტური” – ეკა ბესელია
შემდეგი სტატიარუსებს ვთხოვე, წყლის რეზერვუარი არ შემოეღობათ და კი ბატონოო – გორის საკრებულოს დეპუტატი