ლევან იოსელიანი ლატვიის სეიმის (პარლამენტის) ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ ლატვიის სეიმის (პარლამენტის) ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ისაუბრეს.

„სტუმრებს გავაცანი ოპოზიციის დამოკიდებულება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ოპოზიციამ წერილი გავუგზავნეთ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრეთ. საუბარი გვქონდა, ასევე, იმ გამოწვევებზე, რაც არსებობს ქვეყნაში, მათ შორის, რეფორმების კუთხით და რომ ეს სტატუსი იქნება ერთგვარი მამოძრავებელი და ბერკეტი ოპოზიციის ხელში, რომ აიძულოს ხელისუფლება გაატაროს რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სასამართლოსთან მიმართებაში.

ისინი ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან. მათ განაცხადეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა დაარწმუნონ ევროპის პარლამენტი, რომ საქართველო იმსახურებს ამ სტატუსს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშივერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს, სადაც ძმები კაკულიების დაკავებას ეხმაურება
შემდეგი სტატიარუსებმა საევაკუაციო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია ფრანგი ჟურნალისტი – გაიდაი