რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია

საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩვენთვის, ჩვენ ერთად ვმუშაობთ, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ განაცხადა.

მისივე თქმით, კარგი შესაძლებლობაა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, რომ მიიღოს მონაწილეობა რუმინეთის-თურქეთისა და პოლონეთის სამმხრივ მოლაპარაკებებში.

როგორც რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, ითვალისწინებენ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ აღმოსავლეთ პარტნიორებს.

„კარგი შესაძლებლობაა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, რომ მიიღოს მონაწილეობა რუმინეთის-თურქეთისა და პოლონეთის სამმხრივ მოლაპარაკებებში უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ ვითვალისწინებთ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე სიტუაციას და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ აღმოსავლეთ პარტნიორებს.

ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩვენთვის და ჩვენ ერთად ვმუშაობთ. საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს და წელს ვგეგმავთ ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორის დონემდე აყვანას. ჩვენ ვიმსჯელეთ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, პოლიტიკური დიალოგის ინტენსიფიკაციაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ასევე კავშირების განმტკიცებისთვის საჭირო მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მაგალითად, საერთაშორისო სატრანსპორტო გზა შავი ზღვა-კასპიის ზღვა, მოწოდებული ვარ, ვისაუბრო ერთი მხრივ, ჩემს პოლონელ და თურქ კოლეგებთან, მეორე მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება კონსტრუქციული და პროდუქტიული შეხვედრა. ჩვენ ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასადასტურებლად და მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – განაცხადა ბოგდან აურესკუმ.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს
შემდეგი სტატიაელისაშვილი მელიაზე – სასაცილო იქნება, თუკი საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, რომ არ გამოვა