ელისაშვილი მელიაზე – სასაცილო იქნება, თუკი საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, რომ არ გამოვა

მელია უნდა ადგეს და მარტივად გამოვიდეს, არ მგონია ამის გამო ვიღაცამ დასცინოს, სასაცილო მისი პოზიცია მაშინ იქნება, თუკი საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, არ გამოვალო, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ევროპარლამენტარები კი არა, თავდებად მთელი ევროკავშირი დგება, რაღა არის საჭირო? შეთანხმების გადახედვა და ჯანჯღარი ნორმალური არ მგონია. გულახდილად რომ გითხრათ, მესმის, რომ ნიკა მელია გაიჭედა და გადაწყვეტილებას ვერ იღებს, რადგან იძახდა, გირაოს არ გადავიხდიო, ახლა რა გააკეთოს, არ იცის. დარწმუნებული ვარ, თავადაც ხვდება, რომ ახლა უნდა გამოვიდეს, სანამ ღიმილის მომგვრელი და სასაცილო გახდება მისი პოზიცია, რომ არ გამოვა არაფრის ფასად. ამიტომ უნდა ადგეს და მარტივად გამოვიდეს. არ მგონია, ამის გამო ვიღაცამ დასცინოს, სასაცილო მისი პოზიცია მაშინ იქნება, თუკი საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, არ გამოვალო. რომ გამოვიდეს და ევროკავშირმა გირაო გადაუხადოს, სულაც არ იქნება არც ღირსებაშელახული და არც სასაცილო მდგომარეობაში,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია
შემდეგი სტატიაAstraZeneca-ს ვაქცინას ვადა მაისის ბოლოს გასდის