რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გომის მთიდან ახალგაზრდების გამოყვანა ჯერ ვერ მოხერხდა

ოზურგეთის მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გომის მთიდან ახალგაზრდების გამოყვანა ჯერ ვერ მოხერხდა.
თეიმურაზ ჩავლეიშვილის თქმით, გომის მთაზე სანადიროდ ოთხი ახალგაზრდა ავიდა, მათგან ერთი კი გარდაიცვალა.
„,ოთხნი არიან და მათ შორის ერთ-ერთი გარდაცვლილია. სავარაუდოდ, სანადიროდ ყოფილან, გაჩერდნენ დასასვენებლად და გაყინულან. ორი ცუდად არისო. ვინც დარეკა ის სავარაუდოდ, ყველაზე კარგადაა. მძიმე ტექნიკა გზას ათავისუფლებს, მაშველებიც გასულები არიან. შემთხვევა ალბათ, ცუდმა ამინდმა და ქარბუქმა გამოიწვია. ეს ბიჭები სოფელ ბოხვაურიდან არიან. ცხოვრობენ ჭალა ბოხვაურის საზღვართან“, – განაცხადა ოზურგეთის მერის წარმომადგენელმა, თეიმურაზ ჩავლეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – დიალოგი, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის
შემდეგი სტატიამიიღე ფულადი გზავნილი თიბისიში და მოიგე 500-ლარიანი ხელფასი წლის ბოლომდე