როს უილსონი ადასტურებს, რომ შავი ზღვის აკვატორიაში შესულ ამერიკულ ხომალდ „როსს“ ორი რუსული სამხედრო ხომალდი აედევნა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 23, 2019 18:44

როს უილსონი ადასტურებს, რომ შავი ზღვის აკვატორიაში შესულ ამერიკულ ხომალდ „როსს“ ორი რუსული სამხედრო ხომალდი აედევნა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი ადასტურებს, რომ შავი ზღვის აკვატორიაში შესულ ამერიკულ ხომალდ „როსს“ ორი რუსული სამხედრო ხომალდი აედევნა.

„ეს დამახასიათებელია რუსეთისთვის, რომ თვალ-ყური ადევნოს, გამოედევნოს ასეთ აქტივობებს, როცა ამერიკის თუ სხვა ქვეყნების საზღვაო გემების განლაგება ხდება. თუმცა, ეს არის ჩვენი უფლება, საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით განვახორციელოთ ამგვარი ოპერაციები, ალბათ უფრო რუსეთს უნდა მიმართოთ, რა რისკებს ხედავენ ამაში“, – განაცხადა ელჩმა.

ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი „იუესეს როსი“ (USS Ross) 21 აპრილს შემოვიდა. ეს აღნიშნული გემის პირველი ვიზიტია საქართველოში. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სამხედრო ხომალდის ეკიპაჟის წევრები, ქართველ კოლეგებთან ერთად, ერთობლივ წვრთნებს 25 აპრილს გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი სპორტული ღონისძიებების ჩატარება.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 23, 2019 18:44

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


4,438
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics