რომში ქუჩას ნეოფაშისტის სახელი დაარქვეს

იტალიის დედაქალაქ რომის ერთ-ერთ ქუჩას ნეოფაშისტური ორგანიზაცია MSI-ს დამაარსებლის ჯორჯო ალმირანტეს სახელი დაარქვეს – The Local-ი წერს. გადაწყვეტილება 14 ივნისს მიიღეს ნეონაციონალისტურმა პარტია “იტალიის ძმებმა” და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პოპულისტებმა “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ”.

ალმირანტე ბენიტო მუსოლინის ნაციონალურ-ფაშისტური პარტიის და მისი იდეების გამგრძელებლის რესპუბლიკურ-ფაშისტური პარტიის წევრი იყო. მან 1946 წელს დააარსა MSI (იტალიის სოციალური მოძრაობა), რომელიც ფაშისტური დიქტატორის იდეებს აგრძელებდა.

გადაწყვეტილების წინააღმდეგ რომის მერი ვირჯინია რაჯი გამოვიდა, რომელიც, ასევე “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის” წევრია. მან თანაპარტიელებს მოუწოდა არ დაუშვან ქუჩებს ფაშისტების სახელები დაარქვან.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანელი თალიბების ლიდერი მოკლეს
შემდეგი სტატიამარიხუანას პლანტატორებმა ვულკანის ამოფრქვევის გამო ევაკუაციაზე უარი თქვეს