რომის პაპმა მართლმადიდებლებს შობა მიულოცა

რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნე მართლმადიდებლებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა. ფრანცისკემ მისალოცი სიტყვა თავისი აპოსტოლური სასახლიდან წარმოსთქვა. წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებთან სიტყვით გამოსვლისას, მან, ასევე, ტრადიციული კოსტუმირებული “მოგვების მსვლელობის” მონაწილეებს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ კათოლიკურმა სამყარომ შობის დღესასწაული 25 დეკემბერს აღნიშნა.

banner
წინა სტატიაშიტრამპი ყველა ელჩს გადააყენებს, რომლებიც ობამას დროს დაინიშნნენ
შემდეგი სტატიასააპელაციომ სასჯელაღსრულებას უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება უკვე გადაუგზავნა