ალეპოში საავადმყოფოები ისევ დაიბომბა

ალეპოში საავადმყოფოები ისევ დაიბომბა

1მინიმუმ ორი ბომბი დაეცა ალეპოში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე საავადმყოფოს -ინფორმაციას სირიულ-ამერიკული სამედიცინო საზოგადოება ავრცელებს, რომელიც ჰოსპიტალს ეხმარება.
“ბომბები საავადმყოფო М10-ს დაეცა. ისინი, სავარაუდოდ, კასეტური იყო”-ამის შესახებ სამედიცინო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადეს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინსიტრომ საავადმყოფოზე თავდასხმას სამხედრო დანაშაული უწოდა.
იგივე საავადმყოფო ორი დღის წინათაც დაიბომბა – მაშინ ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია “ექიმები საზღვრებს მიღმამ” გაავრცელა. გაეროს გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა განაცხადა, რომ ის ალეპოში საავადმყოფოების დაბომბვით შეშფოთებულია, მისი თქმით, შესაძლებელია, საუბარი იყოს სამხედრო დანაშაულზე.
დღესვე სააგენტო “როიტერსმა” გაავრცელა, რომ ავიადარტყმები რუსულმა ავიაციამ განახორციელა.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი ხურჩაში ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფება
შემდეგი სტატიარომის პაპი სვეტიცხოველში იმყოფება