მე გირჩის ნაწილს და პარტია მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ პარლამენტში შესვლაზე კი ნუ ილაპარაკებენ, ილაპარაკონ იმაზე, გამოვლენ თუ არა პარლამენტიდან – ბობოხიძე

ევროპული საქართველოს წევრი, აკაკი ბობოხიძე, ქართული ოცნების ინიციატივას ეხმაურება ოპოზიციური პარტიებისათვის საბიუჯეტო დაფინასების მოხსნაზე.
ბობოხიძის თქმით, ამით პოლიტიკურ პარტიებს ურთულდებათ არსებობა, თუმცა ეს ნაბიჯი მომავალში ეფექტურად იქნება გამოყენებული ქართული ოცნების წინააღმდეგ.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეაცვლევინებს თუ არა ეს ინიციატივა ოპოზიციურ პარტიებს გადაწყვეტილებას პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით, ბობოხიძემ აღნიშნა, რომ დღეს საკითხი დგას არა პარლამენტში შესვლასთან, არამედ პარლამენტიდან გამოსვლასთან დაკავშირებით.
„პარტიებს ცხოვრება გვირთულდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც ეფექტურად იქნება გამოყენებული ქართული ოცნების წინააღმეგ მომავალში.
არ ველოდები, რომ ამაზე იქნება რომელიმე პარტიის გადაწყვეტილება დამოკიდებული, თუ რომელიმე პარტია მაინც გადაწყვეტს და არიან პიროვნებები, ვინც რჩებიან პარლამენტში და რაც არ უნდა იძახონ ეხლა, რომ პარლამენტში არ შედიან, პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხი არ დგას, პარლამენტიდან გამოსლის საკითხი დგას, ამიტომ, მე გირჩის ნაწილს და პარტია მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ პარლამენტში შესვლაზე კი ნუ ილაპარაკებენ, ილაპარაკონ იმაზე, გამოვლენ თუ არა პარლამენტიდან, რადგან პარლამენშტი არიან ყველანი, მათ შორის ის ადამიანებიც, ვინც უარს აცხადებს მანდატზე მანამ სანამ მანდატებს არ მოხსნის ქართული ოცნება.“ – განაცხადა ბობოხიძემ

banner
წინა სტატიაშირომელიმე ცალკეული პიროვნება რეალურად სურათს მაინც ვერ შეცვლის პარლამენტში – ბობოხიძე პატრიოტთა ალიანსის წევრის განცხადებაზე
შემდეგი სტატიას ჩანაწერი არ არის აუცილებელი იმის დასადასტურებლად, რომ კობახიძე იცვლის აზრებს, ის გადაწყვეტილებას იღებს კონიუქტურის შესაბამისად – ნადირაშვილი კობახიძის ჩანაწერზე