რომან გოცირიძე სამი წამყვანი სამინისტროს გაუქმებას მოითხოვს

gociridze

ოცნების ხელისუფლება მთავრობის ოპტიმიზაციას აპირებს. თუ სერიოზულად უნდათ ბიუროკრატიული სისტემის რეფორმირება, სასწრაფოდ უნდა გააუქმონ სამი სამინისტრო, რომლებსაც არ გააჩნიათ ფუნქცია და მხოლოდ მასში შემავალი უწყებების ფორმალურ ზემდგომებად გვევლინებიან. ესენიაა: ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო. ესენი უსაქმო სათაო ოფისები არიან. საქმე რეალურად კეთდება ქვედა, მათ დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში, თუმცა, იქაც საჭიროა სერიოზული ცვლილებების გატარება.
ის, რასაც მთავრობა აპირებს, ორი არაეკონომიკური პროფილის სამინისტროს შერწყმას, არის რეფორმირების იმიტაცია.
შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მთელი ადმინისტრაციული სისტემის დებიუროკტიზაცია.

banner
წინა სტატიაში“მემარცხენე ალიანსი” შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ სისხლის სასამართლებრივ დავას იწყებს
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი : ნატო გააგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერებას