რომან გოცირიძე : სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა საფრთხეს უქმნის ქვეყანას

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ რომან გოცირიძის აზრით, როდესაც პრეზიდენტი იწყალებს ერთი თვის განმავლობაში სამ მკვლელს, ისეთ ადამიანს, რომელიც ერთი დღითაც არ მჯდარა ციხეში, ამ ფაქტში, აშკარად ჩანს კორუფციის ნიშნები.

„თუ ეს დადასტურდა, პრეზიდენტს იმპიჩმენტის წესით მოუწევს წასვლა. მორატორიუმი ამ გაფუჭებულ საქმეს და მის რეპუტაციას ვერ უშველის. უკეთესია, გადადგეს, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ვერ დაასრულებს ვადას, მას მოუწევს იმპიჩმენტით ან საკუთარი ნებით გადადგომა“, – აღნიშნა გოცირიძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა საფრთხეს უქმნის ქვეყანას.

„ეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები არის ბიძინა ივანიშვილის კისერზე“, – განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი შეწყალებაზე მორატორიუმს სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი განიხილეს