რომან გოცირიძე: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არის დანაშაული

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არის დანაშაული, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ იოტისოდენასაც არ დათმობს ,,ქართული ოცნება”, – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას.

რომან გოცირიძის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ავტონომიურობა არ აპატიეს და “არ არის გამორიცხული ხვალ ან ზეგ სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც შეუყენონ წყალი”.

,,სწორედ ამიტომ არის შიმშილობა და ქუჩის აქციები, სხვანაირად ვერ შევანელებთ ხელისუფლების უკანონო და ბოროტ ქმედებას. არ აპატიეს ელემენტარული რამ, კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება. ეს მიმართულია ამ ინსტიტუტის გასახლეჩად, არ აპატიეს მეტ-ნაკლები ავტონომიურობა და არ არის გამორიცხული ხვალ ან ზეგ სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც შეუყენონ წყალი”, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაანტონიუ გუტერეში – „კოვიდ-19“ არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება