რომან გოცირიძე: მთავრობის განცხადება 3 მილიარდი დოლარის ოდენობის საერთაშორისო მხარდაჭერის შესახებ არის ტყუილ-მართლის ნაზავი

“მთავრობის განცხადება 3 მილიარდი დოლარის ოდენობის საერთაშორისო მხარდაჭერის შესახებ არის ტყუილ-მართლის ნაზავი, რიცხვების მანიპულაცია და გათვლილია ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაზე. ქვეტექსტად იკითხებოდა გახარიას მარიფათიანობა, რომელმაც გამოსტყუა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო საფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციებს დიდძალი ფული.

მიმდინარე წლის განმავლობაში ბიუჯეტში 1,5 მილიარდი დოლარის მიღების შესახებ განცხადება არის მტკნარი სიცრუე. საუკეთესო შემთხვევაში, თუ კარგი სახელმწიფო პროექტები შესთავაზა მთავრობამ ბანკებს, ეს იქნება წლების განმავლობაში გაგრძელებული.

განცხადება იმის შესახებ, რომ კერძო ბიზნესი მიიღებს კრედიტებს 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობით, არის ბლეფი. ამ მასშტაბის მიმზიდველი და ურისკო პროექტების ინიცირებას სჭირდება არაერთი წელიწადი.

მთავრობის ტყუილს თავიდან ყველა იჯერებს ხოლმე, ახლახან დაანონსებული 2 მილიარდი ლარისა არ იყოს, მერე თვალები აეხილებათ ( უფრო ზუსტად რომ ვთქვა და არც თუ ისე დელიკატურად, თვალს რომ ავუხელ), შეწყვეტენ სიცრუის ტირაჟირებას. ახლაც მინდა აგიხილოთ თვალები-დაანებეთ ამ 3 მილიარდის ძახილს თავი. შემოვა მალე პარლამენტში განახლებული ბიუჯეტი და ყველაფერი ნათელი გახდება.

აღდგომადა ხვალეო.

ისედაც წინასააღდგომო პოსტია”,-აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრებს სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მათ უკვე „გადატანილი“ აქვთ
შემდეგი სტატიამთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა