მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა

ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, – ამის შესახებ პრემიერ-მინიტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მთავრობას აქტიური კომუნიკაცია აქვს საპატრიქროსთან.

„აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საპატრიქროსთან და პატრიარქთან. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი, არ დახუროს ეკლესიები და დაცული იყოს სოციალური დისტანცია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის მიზნით.

ერთობლივი გადწყვეტილების შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს სულ მცირე, ორმეტრიანი სოციალური დისტანცია,

„კერძოდ დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორ მეტრიანი სოციალური დისტანცია, ხოლო მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები.

ამასთან, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანციის დაცვას.

დაბეჯითებით მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებში დაწესებული კომენდანტის საათის დროს, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იზღუდება გადაადგილება, ამ ნორმის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას“ , – განაცხადა ჩიქოვანმა.

 

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: მთავრობის განცხადება 3 მილიარდი დოლარის ოდენობის საერთაშორისო მხარდაჭერის შესახებ არის ტყუილ-მართლის ნაზავი
შემდეგი სტატიააღდგომის დღესასწაულზე მრევლი ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე გამოვა