რომან გოცირიძე: „თბილისში ფეხბურთის ლეგენდების ჩამოყვანაში დიდი ფული იყო გადახდილი!“

„კალაძის მიერ ჩამოყვანილი საფეხბურთო შოუ-გუნდი მორიგ გასტროლებს ჩეჩნეთში გამართავს,“ – ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა გადაწყვიტა, 7 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინის დაბადების დღე გრადიოზული საფეხბურთო მატჩით აღნიშნოს.“ ამავე ცნობით, ჩეჩნეთის დედაქალაქში დაგეგმილია ცნობილი იტალიელი ფეხბურთის ვეტერანების ჩასვლა.
მოედანზე სათამაშოდ თავად რამზან კადიროვი აპირებს გასვლას, რომელიც სადღესასწაულო მატჩზე მისულ სტუმრებს გუნდის კაპიტნის როლში მოევლინება.
იტალიიდან ელიან სტეფანო ფიორეს, მასიმო ოდოს და სალვატორე სკილაჩის.
„მატჩს ჰქვია „კადიროვის გუნდი იტალის ნაკრების ლეგენდების წინააღმდეგ“, – წერს რომან გოცირიძე „ფეისბუქში“,  – „ამაში რომ დიდი ფულია გადახდილი, არავის შეეპარება ეჭვი. თბილისში რომ მათ ჩამოსაყვანად დიდი ფული იყო გადახდილი, ამაშიც ნუ შეგეპარებათ ეჭვი.
კარგი საარჩევნო საჩუქარი გაუკეთეს კალაძეს. ბორჯომის ტყეო! – ისე ანაღვლებს რივალდოს ბორჯომის ტყე, როგორც მე მანაღვლებს ბრაზილიის ჯუნგლებში ასწლოვან მუხაზე დაცემული მეხი.“
banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა მერობის შემთხვევაში, თბილისში ვერტიკალური პარკირების სისტემას აამოქმედებს
შემდეგი სტატიაექსკლუზივი – შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-ს თანამშრომელი გარდაიცვალა