რომან გოცირიძე: ეკონომიკის ყველა მიმართულებით ჩავარდნაა

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის რომან გოცირიძი

gociridze“საქართველოში ნახევარი წლის ეკონომიკური ზრდის ტემპმა 2,9 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკის ყველა მიმართულებით ჩავარდნაა.
მთავრობა ყოველთვის ეძებდა თავის დაძრომის საშუალებას, მიმართავდა რა სხვადასხვა დემაგოგიურ ხერხს. ერთ-ერთი ასეთი ხრიკი იყო ე. წ. რეგიონთან შედარება, რომელშიაც ძირითადად სომხეთ-აზერბაიჯანი მოიაზრებოდა. არა და, იყო დრო, როცა ვარსკვლავებს ვეთამაშებოდით, რეგიონს კი არა, მსოფლიო ლიდერებს ვეჯიბრებოდით.
ისევ ჩამოვლაბორანტდით!ახლა რეგიონის ხსენებაც არ უნდათ. არაა შესადარებლად ჩვენთვის სახარბიელო სურათი.
სომხეთი ავიღოთ: ამავე პერიოდში ეკონომიკური ზრდის ტემპმა შეადგინა 4,8 პროცენტი, მრეწველობა გაიზარდა 10 პროცენტით, ექსპორტმა იმატა 16,7 პროცენტით, ინფლაცია არის 1,5 პროცენტი ხოლო ეროვნული ვალუტა გამყარდა 12 პროცენტით.
არა და, ქვეყანა ჩიხშია მოქცეული და ორი კვირა ლარსზე ჩამოწოლილი ზვავის გამო რუსეთიდანაც კი იყო მოწყვეტილი.
საინტერესოა, რითი იმართლებს მთავრობა თავს.
სხვათა შორის, აზერბაიჯანში არ არის კარგი ვითარება. ვურჩევ ხელისუფლებას არ გაუშვას ხელიდან თავის მართლების ეს შანსი. მერე რა, რომ ეს ნავთობზე ფასების შემცირების გამო ხდება.
მთავარია, რომ ხომ ხდება!-აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს? – ქართულ ოცნებას ხმას აძლევს 17%, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 14%
შემდეგი სტატიაNDI: მოსახლეობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია; არჩევნების შედეგები არაპროგნოზირებადია