პარლამენტარი რომან გოცირიძის კადრები, სადაც ის სელფის გადაღებას ცდილობს საქართველოს საზღვრებს გასცდა.
რომან გოცირიძე, ავსტრალიური MTV-ის სიუჟეტშიც მოხვდა.საქმე იმაშია, რომ ბიონსესა და ჯეი ზის ტყუპების შესახებ ცნობა, ბიონსეს მამამ ინსტაგრამზე დაადასტურა. აღნიშნულ ფაქტზეა საუბარი სიუჟეტში, წამყვანი კი პარალელს რომან გოცირიძის ვიდეოსთან ავლებს და ამბობს, რომ მამების თაობას ინსტაგრამზე ლაიქების მოსაპოვებლად ძალიან ბევრი შრომა უწევთ. რომან გოცირიძის კადრებით, პოპულარული გამოცემა BuzzFeed-იც დაინტერესედა.ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საიტ reddit-ზე კი დიდი მსჯელობა გაიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რას შეიძლება აკეთებდეს რომან გოცირიძე.
https://youtu.be/Ebow6Mm9ooY